A New Standard of Living

with Bene Comfort

„ბენე კომფორტი“ „ფიგურები ჯიქიას“ პროექტის მართვას იწყებს

ფიგურები ჯიქია

დეველოპერული კომპანია „ფიგურები“ და „ბენე კომფორტი“ ოფიციალურად პარტნიორები გახდნენ. ნოემბრიდან „ბენე კომფორტი“ „ფიგურები ჯიქიას“ პროექტის მაცხოვრებლებს მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს, რომელიც შენობის ადმინისტრაციულ, საოპერაციო და ტექნიკურ მართვას მოიცავს.

ახალი თანამშრომლობის მიზანია კომპლექსში უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს შექმნა.

ყოველდღიური საოპერაციო პროცესების ეფექტიანი წარმართვისთვის კომპლექსში იმოქმედებს პერსონალური მენეჯერისა და კონსიერჟის სერვისი. ტერიტორიისა და შენობის სისუფთავესა და წესრიგზე დიასახლისები და მეეზოვე იზრუნებენ, ხოლო მაცხოვრებლების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს დაცვის სამსახურისა და მეთვალყურის გუნდი უზრუნველყოფს.

შენობის ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობისთვის გათვალისწინებულია ლიფტების სპეციალიზებული სერვისი, უნივერსალური ტექნიკოსი, ასევე სახანძრო სისტემის, წყლის ტუმბოსა და გენერატორის რეგულარული მოვლა-პატრონობა. სერვისების პაკეტი დამატებით მოიცავს გამწვანებული სივრცეების მოვლას, ავტოსადგომის პერიოდულ მორეცხვას, საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას, საერთო კომუნალური გადასახადებისა და საგადასახადო ვალდებულებების მართვას, აგრეთვე გადახდის პროცესის ავტომატიზაციას.

„ბენე კომფორტის“ მართვისა და ადმინისტრაციული მომსახურების დანერგვით „ფიგურები ჯიქიას“ მაცხოვრებლებს ექნებათ თანამედროვე, სტაბილური და ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფილი საცხოვრებელი გარემო.