ჩვენ შესახებ
ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
ბენე კომფორტის მრავალფეროვანი პორტფელი 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ ჰოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით მოიცავს ყველა კომპონენეტს, რაც უძრავი ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობას უკავშირდება საერთო სარგებლობის სივრცეებში.
დაარსების წელი
მობინადრე
პარტნიორი
გუნდის წევრი
მისია
ბენე კომფორტი ქმნის სუფთა, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს საცხოვრებელი და საოფისე სივრცეებისთვის. ჩვენ ვაწვდით მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებას, რომელიც ხელმისაწვდომი და სანდოა.
ხედვა
ბენე კომფორტი ხდება რეგიონში წამყვანი კომპანია, რომელიც განასახიერებს პროფესიონალიზმს, ინოვაციას და პასუხისმგებლობას. ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, სადაც ადამიანები უფრო ჯანსაღად, კომფორტულად და ჰარმონიულად იცხოვრებენ.
მიზანი
უზრუნველვყოთ თითოეული კლიენტისთვის ინდივიდუალურად მორგებული მომსახურება • განვავითაროთ თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მეთოდების გამოყენება • დავიმკვიდროთ ნდობა, პროფესიონალიზმი და მაღალი სტანდარტები მომსახურების ყველა ასპექტში • ხელი შევუწყოთ კომფორტული, უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნას, რომელიც ამაღლებს თითოეული კლიენტის ცხოვრების ხარისხს.