იდეა დეველოპმენტმა და ბენე კომფორტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს „იდეა პანორამა I“-ის პროექტის ფარგლებში.
„იდეა პანორამა I“ მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, პრემიუმ კლასის საოფისე და კომერციულ სივრცეებს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტებითა და დახვეწილი ექსტერიერით, რაც მას ქალაქის ურბანულ ლანდშაფტში განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.
პროექტის ინფრასტრუქტურა მოიცავს 3-დონიან ავტოსადგომს, ლობის კონსიერჟის სერვისით, მოსასვენებელ და რეკრეაციულ ზონებს, პადელის მოედანსა და საბავშვო სივრცეებს. „იდეა პანორამა I“-ის თითოეულ ბინას გააჩნია მრავალფუნქციური ტერასა, რომელიდანაც პანორამული ხედი იშლება.
ბენე კომფორტი იდეა დეველოპმენტთან თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტის ადმინისტრაციულ, საოპერაციო და ტექნიკურ მართვას. ასევე, კომპანიის პასუხისმგებლობაში შედის საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება და მოვლა-პატრონობა, ასევე კომუნალური ხარჯების ეფექტური ორგანიზება.
აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მაცხოვრებლებისთვის მაღალი სტანდარტის სერვისისა და კომფორტული გარემოს შექმნას.

