ცხოვრების ახალი

სტანდარტი

მარშალ დეველოპმენტსა და ბენე კომფორტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

bene comfort X marshall

„მარშალ დეველოპმენტმა“ და „ბენე კომფორტმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მოიცავს პარტნიორობას ვერისა და გუდაურის პროექტების ფარგლებში.

აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს პროექტების ადმინისტრაციულ, საოპერაციო და ტექნიკურ მართვას. „ბენე კომფორტის“ პასუხისმგებლობაში შედის საერთო სარგებლობის სივრცეების დასუფთავება, მოვლა-პატრონობა, კომუნალური ხარჯების ეფექტური ორგანიზება და გაქირავების უზრუნველყოფა.

პარტნიორობის მიზანია მაცხოვრებლებისა და ინვესტორებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების, უძრავი ქონების ეფექტური მართვისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა.

„ბენე კომფორტი“ აგრძელებს დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობის გაფართოებას, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს უძრავი ქონების მოვლა-პატრონობისა და მართვის თანამედროვე, სანდო და ეფექტური სერვისები.