preloader

ცხოვრების ახალი

სტანდარტი

ბენე კომფორტი მაცხოვრებლებს „ნამი 8“- სთან თანამშრომლობით ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს

ბენე კომფორტის და ნამი 8-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ბენე კომფორტი მაცხოვრებლებს ნამი 8-ის შესაძენად სპეციალურ, ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.

აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე, ჯანსაღი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას.

ნამი 8“ ისრაელის ტექნოლოგიით შექმნილი წყლის ბარია, რომელიც სრულიად ცვლის წყლის სმის კულტურას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ღილაკზე ერთი შეხებით მიიღოს უმაღლესი ხარისხის, ფილტრირებული და ჯანსაღი წყალი ყოველგვარი მინარევების გარეშე.

ინოვაციური მოწყობილობა მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს, რადგან ის უზრუნველყოფს წყლის სასურველი ტემპერატურის რეგულირებას. აღსანიშნავია, სპეციალური რეჟიმი ბავშვის კვებისთვის, რაც იდეალურ ტემპერატურას სთავაზობს პატარებს ყოველგვარი ლოდინისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. გარდა პირადი კომფორტისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ეს არჩევანი ეკომეგობრულობითაც გამოირჩევა, რადგან ხელს უწყობს პლასტმასის ბოთლების მოხმარების შემცირებას და გარემოს დაცვას.

ჩვენი მიზანია, თითოეულ მაცხოვრებელს სრულყოფილი ცხოვრების გამოცდილება შევთავაზოთ. გაფილტრული, ცოცხალი წყალი სწორედ ის დეტალია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. ჩვენ გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ სერვისები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს და აჯანსაღებს. სწორედ ამ კოლაბორაციის ფარგლებში, Bené Comfort-ის მაცხოვრებლებისთვის შეიქმნა სპეციალური, ექსკლუზიური პირობები ნამი 8-ის შესაძენად,“ სალომე გელაშვილი ბენე კომფორტის ზრდისა და კომერციული პარტნიორობების ხელმძღვანელი.