ცხოვრების ახალი

სტანდარტი

როგორ აქცევს სწორი მენეჯმენტი უძრავ ქონებას მაღალშემოსავლიან აქტივად: რატომ ირჩევენ წამყვანი დეველოპერები „ბენე კომფორტს“

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება მშენებლობის შემდგომი ეტაპისადმიდეველოპერული კომპანიისთვის პროექტის ჩაბარება მხოლოდ საწყისი წერტილია და არა დასასრული. სულ უფრო მეტი დეველოპერი აცნობიერებს, რომ პროექტის რეალური ღირებულება და მისი პოზიცია ბაზარზე დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ როგორ იმართება ეს ქონება ათწლეულების განმავლობაში, ექსპლუატაციის მთელი პროცესის მანძილზე.

დღეს ინვესტორისა და მყიდველისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ობიექტის შემდგომი სიცოცხლისუნარიანობა, მისი კაპიტალიზაცია და საინვესტიციო უკუგება (ROI). სწორედ ამიტომ, წამყვანი დეველოპერები პროექტის დაგეგმვის ეტაპზე იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებასოპერირება ნდობით აღჭურვილ, პროფესიონალურ მართვის კომპანიას ჩააბარონ.

შედეგად, ბაზარზე ჩამოყალიბდა ახალი მოდელი: დეველოპერსა და საბოლოო მომხმარებელს შორის გამოჩნდა სპეციალიზებული, გენერალური კონტრაქტორის ტიპის კომპანია, რომლის ამოცანაა არა უბრალოდ ყოველდღიური კომფორტის უზრუნველყოფა, არამედ საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც აქტივის, ღირებულების შენარჩუნება და ზრდა ხანგრძლივ პერსპექტივაში. სწორედ ამ საჭიროებაზე მორგებული მოდელით მუშაობს ბენე კომფორტი უკვე მეექვსე წელია.

კომპანიის მისია დაფუძნებულია სუფთა, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე საცხოვრებელი და საოფისე სივრცეებისთვისინდივიდუალურად მორგებული და საიმედო სერვისების მეშვეობით.

რას მოიცავს კომპლექსური მენეჯმენტი

დეველოპერისა თუ ინვესტორისთვის მოსახერხებელია, როცა ერთი პარტნიორი ფარავს ობიექტის მოვლაპატრონობასთან დაკავშირებულ ყველა საჭიროებას, დამატებითი კონტრაქტორების ძიების, კოორდინაციისა და კონტროლის გარეშე. ბენე კომფორტის მთავარი უპირატესობა სწორედ სერვისის სისრულეშია,რაც მოიცავს:

  • პერსონალურ მენეჯერს, რომელიც კომპლექსის საჭიროებებზეა პასუხისმგებელი
  • უსაფრთხოებისა და კონსიერჟის სერვისს
  • დასუფთავებისა და სანიტარულ მომსახურებას
  • ტექნიკურ მხარდაჭერასა და ლიფტების ტექნიკურ მომსახურებას
  • გამწვანებისა და აუზების მოვლას
  • დეზინფექციადეზინსექციის სერვისს
  • უსაფრთხოების კამერების, ბარიერებისა და საკეტების მონტაჟს
  • კომუნალურიგადასახადებისადმინისტრირებას
  • წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკურ მოვლას
  • სადარბაზოსა და კონტურის განათების მოვლას

ანალოგიური პრინციპით ხორციელდება მუშაობა დანარჩენ სამ მიმართულებაზეცაპარტოტელების მენეჯმენტი, კომერციული ობიექტების მომსახურება და საკუთარი სახლების (ვილების) კომპლექსების მართვა. სწორედ ეს მრავალფეროვნება აძლევს კომპანიას საშუალებას, ერთნაირად წარმატებით მოემსახუროს როგორც კლასიკურ საცხოვრებელ კომპლექსებს, ისე შერეული დანიშნულების, მაღალბიუჯეტიან პროექტებს.

როგორ ზრდის სწორი მენეჯმენტი უძრავი ქონების ღირებულებას

პროფესიონალური მართვა არ ნიშნავს მხოლოდ დასუფთავებასა და დაცვას. ეს არის კომპლექსური ფინანსური და საოპერაციო სტრატეგია:

საინვესტიციო მიმზიდველობა და მაღალი ლიკვიდურობა: სწორად მართული შენობა დროთა განმავლობაში არ კარგავს საბაზრო ფასს, არამედ პირიქითინარჩუნებს Premium კლასის სტატუსს. მყიდველი კი ყოველთვის მზადაა გადაიხადოს მეტი პროექტში, სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია, ხოლო მომსახურებამაღალი დონის.

კაპიტალური ხარჯების ოპტიმიზაცია და NOI- ზრდა: საერთაშორისო ობიექტების მართვის ასოციაციის (IFMA) და აშშის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ინდუსტრიული კვლევების თანახმად, შენობის სისტემების გეგმური, პრევენციული მომსახურება 30-40%-ით ამცირებს გაუთვალისწინებელ კაპიტალურ დანახარჯებს.ეს კი პირდაპირ აისახება ობიექტის წმინდა საოპერაციო შემოსავალზე (NOI) და ზრდის აქტივის საბაზრო შეფასებას.