ბენე კომფორტმა და ქრონომეტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეხვედრა ლისის პროექტის ფარგლებში შედგა, რომელსაც კომპანია ქრონომეტრი 2024 წლიდან ახორციელებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დაცვით.
ბენე კომფორტისა და ქრონომეტრის თანამშრომლობა მრავალპროფილური და კომპლექსურია,რაც თავის თავში აერთიანებს მოვლა–პატრონობის სრულ სერვისს.
“მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და ახლებური ხედვით, ქრონომეტრი დეველოპერულ ბაზარზე პირველი ბიზნესკლასის მულტიფუნქციური პროექტით შემოვიდა, სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება კომპანია ბენე კომფორტთან, რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს მომსახურების უმაღლეს სტანდარტს საერთო სარგებლობის სივრცეების მართვის მიმართულებით.
ვინაიდან ჩვენი მისიაა –ხელი შევუწყოთ ადამიანებსა და ბიზნესებს, რომ თანამედროვე ცხოვრების დინამიკას უფრო მარტივად აჰყვნენ, ვფიქრობთ ბენე კომფორტთან თანამშრომლობით და კომპანიასთან საერთო ღირებულებების გაზიარებით შევძლებთ სრულყოფილებაში მოვიყვანოთ ჩვენი ხედვები.”დავით გულორდავა ქრონომეტრი ლისის დირექტორი.
თანაშრომლობის ფარგლებში ბენე კომფორტი ქრონომეტრის საერთო საერგებლობის სივრცეებში უზრუნველყოფს: მენეჯერის, კონსიერჟის, დალაგების, ლიფტების, მებაღის,უნივერსალური ტექნიკოსის, სახანძრო სისტემის მომსახურებას. ასევე, იზრუნებს ავტოსადგომის დასუფთავებაზე, კომუნალურ გადასახადებსა და ელექტროგენერატორზე.

